Qeti merkviladze biography of barack
"ძიძა პრინციპულად არ ავიყვანე - შვილი თავად გავზარდე" - სად არის და რას საქმიანობს 90-იანი წლების ვარსკვლავი ქეთი მერკვილაძე? - კვირის პალიტრა
მომღერალი ქეთი მერკვილაძე, რომელიც 90-იან წლებში პოპულარობის ზენიტში იყო, დღეს ფართო საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება, თუმცა კვლავ პოპულარულია - მშვენიერ ქალს ყველა ცნობს და მომღერალიც ცდილობს, ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს - "მშვენიერი ქალის" სტატუსი გაამართლოს. მუსიკალური კარიერა არ მიუტოვებია, უბრალოდ, როგორც გვითხრა, პრიორიტეტები შეეცვალა...
- ქეთი, პირველად როდის იგრძენით თავი მშვენიერ ქალად? საკუთარი მომხიბვლელობა როდის გააცნობიერეთ?
- ალბათ, სკოლის დამთავრების შემდეგ. ბავშვობაში პრანჭია არ ვყოფილვარ, არც პრეტენზიული გახლდით: დედა როგორ სამოსს, ფეხსაცმელსა თუ ვარცხნილობასაც შემირჩევდა, თანახმა ვიყავი. გაპრანჭვას ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ: 15 წლის ვიყავი, როცა სცენაზე ჩემი სასიმღერო დებიუტი შედგა. სცენისთვის, ფოტო თუ სატელევიზიო გადაღებისთვის გაპრანჭვა საჭირო იყო, მანამდე არც მაკიაჟს ვიკეთებდი - სადად გამოვიყურებოდი.